შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

....

....
რაც უფრო შავდება ჩემი სული,
მით უფრო თეთრდება ჩემი ლექსი,
ცხოვრება ზოგჯერ ფერად ფირებად გადის,
სადაც ის არის,იქ პოეზიაც იწერება...
მიიზლაზნება ჩემს კიდურებში
მეოცნებე სისხლი,
ტირიფების ფოთლებივით
ირხევა სულის ძაფები,
არარსებული
სიურეალისტური
სურათები.
უცბად ტივტივდება
ყინწვისის ანგელოზის
ფრთიანი ფრესკა,
გულის ადგილზე ამეთვისტოს ქვას ვგრძნობ,
მდელოებსაც იისფრად ადევს იების თოვლი...
ყველა ფერს ვხედავ,მაგრამ
ვეღარ ვგრძნობ,
ვერაფრით ვუწამლე ჩემს ჩამკვდარ გრძნობებს...
ვერც იის ნაყენმა მომიშუშა წყლულები,
ყინწვისის ანგელოზის ფრესკა
კვლავ ჩემსკენ იმზირება...
იქნებ და მან მიწამლოს ჩემი შემურვილი სული,
რომელიც თეთრ ლექსად იღვრება...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →