შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

შენ ხარ - თვითობა

შენ ხარ - თვითობა

სახისმეტყველებას შენსას სული აცვია - შენივე ხელებით შეკერილი,
სევდისგან ცრემლებს ღვრი,
ისეთ ძვირფასებს, ისეთს რომ...
მზის სინათლეზე ბრწყინავს,
როგორც სპეკალი...
თავად ხარ მზის ანარეკლი,
თავად ხარ ზღვა...
მთელი სამყარო ეტევა შენს თვალებში...
რადგან შენ ხარ - თვითობა!
თუმც სულს ვერ იტევს შენი სხეული - იღვრება, როგორც ამბროსია და ნექტარი...
მსურს დავეწაფო...
მსურს ...
გისახსოვრო
იდუნას ვაშლები...
ფერებად, ჩემივე თმების...

ჟანა ანანიძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →