შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

შავი წყლის აკვარიუმი II

შავი წყლების აკვარიუმში,
დატეხილ, ბასრ ნამსხვრევებზე
მოარულმა,
უკაცრიელი სიშორე ვიგრძენი…

არსად ისმის კალამბური,
აღარსად შენი ხმოვანება…
აღარსად ჩანს სიყვარული,
დაწყევლილი ვარ,
როგორც პენელოპე…

სიმარტოვის ცეცხლში ნაბანი
ჩემი ტყუპისცალიც, დაწყევლილია…

დაიწყევლოს ჩემი დაზგა,
და შენი მკლავები,
რომლებიც ითაკაზე ალერსობენ…

სხვა დროა შენთან…
მგზავრი ვერ შევაჩერე…
ვერც ამ მონატრებას ვანელებ ~
მკერდში რომ იცეცხლება…
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →