შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ექსპრომტი კატის ზურგის მალებზე...(ვკითხულობ ელიოტს)

ვკითხულობ ელიოტს,
კატა ფანჯრის მიღმა იყურება.
გაყურსულია ქალაქი დილით,
შენობები თავისთვის დგანან,
ქარი მიაქვს დროს, თუ დროს ქარი?
ფურცლებს ვეხები და ნაბიჯები
ძველი სათამაშოების ხმაურად ისმის.
მთის წვერზე აღდგომაა;
გაზაფხული დგება,
ჩემი კატა- განყენებული მარმარილოს ფიგურა.
ფურცელი - გაჩერებული უმარილო დრო.
საათს კედლის ანფასში უკვირს,
სად გადის ზღვარი არყოფნასა და ყოფნას შორის.
ვკითხულობ ელიოტს,
მუხლებზე ზოგჯერ ცრემლი მეცემა,
ყავის ფინჯნებში ვეძებ ენერგეტიკულ ველს,
დიდხანს ვათვალიერებდი სურათებს,
როცა წასვლა- იყო წასვლა
და ალგორითმი იყო ჩუმი,
როცა ვუბრძანე დადუმება...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →