შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ერთ პოეტს ვიცნობდი

ერთ პოეტს ვიცნობდი,
ლექსები ცვიოდა ბაგიდან,
ხელები ხილული მარმარილო,
თვალები გაშლილი ყვავილები,
გარესამყარო ფერადი ყუთი,
გავხსენი თუ არა უეცრად მელანი გადმოედინა ჭრილობებიდან...
მან ბევრი რამ მარწმუნა,
ჩემი ნაწილები ვიპოვე მასში,
რომლებიც ააყვავილა ...
გუშინ მესიზმრა ის პოეტი,
მახსოვს ტიროდა...
ცრემლებს ყვავილებად
თვალებიდან ვუკრეფდი....

ჟანა ანანიძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →