შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

უსათაურო

ფურცლის კიდე გადავკეცე -
უდროობა.
სანიშნით ვუთხარი ამბებს -
ნახვამდის.
ხმა აღარ ისმის,
ახლა ნელდება ტკენები.
მდორეა სითხე ჩემი სხეულის.
ლურჯი ჩიტების ფრთები მაცვია,
როგორც ფესვები,
ამოდის კრთება მზე თითქოს ვერძი - თეთრი ფთილები ჩაცმული ლექსად ...
ასხივებს ფაიფურის თეთრ მდუმარებას.
ღამეა მწველი,
თენდება ცასთან იისფერი გლიცინიას რტოებზე სევდა.
მასში ჩანს ყვითელი ველი,
ვინმე დრუიდის ხელის გული -
იშლება უსასრულო სივრცე.
კვდება სიშორე,
მწვანე ტყემლებში
თეთრი კაბები აცვიათ ხეებს...
სად არის სასრული წამის?
სადა ვართ ახლა ჩვენ?
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →