შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

***

* * *
ვინ გამაღვიძა ამ ცხოვრების სისხამ დილას?
რა ძვირად მიჯდება -
გახელილი თვალები,
გაღებული პირი,
გაშლილი ხელები...
ვხატე ადამიანი,
უსასრულო გამომყვა ჩრდილი.
სულამდე რომ მივედი -
შევჩერდი.
საუბრობდა პოეზია სულის ენაზე...
საუბრობდა უთქმელობა
ლექსით...
ფხიზლად მეძინა მთელი ცხოვრება.
ამ ცხოვრების სისხამ დილას,
ვინ გამაღვიძა?
სულთან მისული ვიყავი,
მელანმა რომ დამახრჩო...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →