შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

Lacrimosa

Lacrimosa

თანდათან ვშორდები შოშიების დამფრთხალ გულისკარს,
რკინა-ბეტონი ხდება სახლი ~
უღმერთო ცებით.
უღრუბლო მხარე,
ნასეტყვარი ძახილის ექო,
დაკეცილ ქაღალდზე მოჩანს
მტვრისფერი გზები

უთოვლელ წარსულს,
სიყვარული გადახდის საბანს,
პირს მოჰბანს დალეწილ ნეკნებს ~ მომავლის სიტყვა,
შთანთქავს ყველაფერს,
რაც არის ყალბი
და ცივ სამარეს მიაბარებს
ფრთებსა და ნიღაბს

აღარაფრის აღარ მჯერა,
ფრესკები ჩემში ჩუმად მიდი-მოდიან
სიჩუმეს დაუფლებული გიზგიზებს ალი,
კვდება სიშორე,
სიჩუმეში ლულავს პირის ღარს,
და სწყდება ცრემლი
დაჟანგებულ ~ ნაღმერთალ ცას
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →