ჩანაწერი
Laravel
მივიწყების მწვანე ქარაფზე
მივიწყების მწვანე ქარაფზე
ჩამძინებია მივიწყების მწვანე ქარაფზე,
დავლანდე გზებზე მოშრიალე ხმელი ფოთლები,
თუ გამეღვიძა გადათოვლილ
ხეივანს შორის,
დაიმარხება დარჩენილ წლებთან
ძველი სიზმრები
ფოთლების შრიალს ავეტანე
არ მშორდებოდა,
ტვირთივით მაწვა მეწყერი და სულის ძახილი,
სულვერმოთქმული დაწრეტილი
მწკლარტე ფრაზები,
მელოდიები გამოთქმული ოღონდ ჩურჩულით
ხის ხავსიანი ფუღუროდან
ქაოსის ლანდი,
მივიწყებული ქარაფების ძალუმნად კვდომა,
დარჩა ხორხიდან ამომძვრალი
მკვდარი მედუზა ~
გზად სიჩუმიდან გადმოსული
მომწვანო ბგერა
ჩამძინებია მივიწყების მწვანე ქარაფზე,
დავლანდე გზებზე მოშრიალე ხმელი ფოთლები,
თუ გამეღვიძა გადათოვლილ
ხეივანს შორის,
დაიმარხება დარჩენილ წლებთან
ძველი სიზმრები
ფოთლების შრიალს ავეტანე
არ მშორდებოდა,
ტვირთივით მაწვა მეწყერი და სულის ძახილი,
სულვერმოთქმული დაწრეტილი
მწკლარტე ფრაზები,
მელოდიები გამოთქმული ოღონდ ჩურჩულით
ხის ხავსიანი ფუღუროდან
ქაოსის ლანდი,
მივიწყებული ქარაფების ძალუმნად კვდომა,
დარჩა ხორხიდან ამომძვრალი
მკვდარი მედუზა ~
გზად სიჩუმიდან გადმოსული
მომწვანო ბგერა
Laravel
კომენტარი
0