შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

დილის ლოცვა

არავის ვებრძვი,
განსაკუთრებით - ადამიანებს...
იქ,სადაც ღმერთი უნდა იყოს
მართლაც არ არის...
ვიტყოდი სიტყვას,თავს დავხრიდი...
-დავაგვიანე;
დაგვიანებით ლოცვის კოცონში დავწვი -
უღირსი ფლიდი ...

არა,არ მინდა თვალის ღარებს დაეტყოთ ცრემლი,
ყველა დუმილი ჩემი სულის
ნაწილებს მაგლეჯს.
იქ,სადაც უნდა იყოს ჩვენს შორის ხიდი;
ვერაფერს ვხედავ -
მხოლოდ სიტყვის პატარა ნაგლეჯს...

ოქროს ძეწკვების,შარავან'დედით დაჩვარულ მკერდზე,
მჯიღის ოდენა სამშობლო დამდევს...
დამდევს ქარივით,
გაუტანელ ფიქრთა ზმანება,
ვით მემრუშე ქმრების დატყვევებულ
ცოლების სახე.

2025
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →