შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ორიგამის ჩიტი

***
ვერ გადაგარჩენ,
წვიმა თავისას იზამს,
ჩარეცხავს დარდებს...
აღარ მოვდივარ შენს სარკმელთან.
მკლავს ამის ცქერა ~
თუ როგორ კვდები.
არა ხარ ჩემთან ~
შენი ხმა დამდევს
ცის მგზავრი ხარ~
ცისფერი ჩიტი.
-ნუ გალურჯდები...
-ნუ მეტყვი:
,,ვეღარ გნახავ"...
ქაღალდის ტყვიებს ვატან ქარს,
ქაღალდის თოფით...
ორიგამებს წვიმა ასველებს...
შენამდე ქაღალდის სურნელი მოდის...
ვერ გადაგარჩენ
წვიმა თავისას იზამს
ჩარეცხავს ლანდებს...
თავს მოიკლავ ქაღალდის თოფით...
ქაღალდის ტყვიით~
ეჰ,ეს სიყვარული
მელნის ტბორში~
მოსაღამოვდა და იჩეკება
ქაღალდის ბუდეში
ორიგამის ჩიტი...


ჟანა ანანიძე
2025
Laravel

კომენტარი

2
თემურ თავაძე
თემურ თავაძე ფილოსოფიის მაგისტრანტი დონე 1 · ახალბედა 1 წლის წინ
ძაან კარგია🤎 ღრმა სევდით გადალეწილი სამყაროს ოხშივარად ამსუნთქული.
ძააან მიყვარს თქვენი პოეზია.
ჟანა ანანიძე
ჟანა ანანიძე ,,ამ ცხოვრებაში ზღვა ვარ,შემდეგში ყვავილი ვიქნები" დონე 1 · ახალბედა 1 წლის წინ
♡ 🩵💙💚💛
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →