შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

თავის ქალა

თავის ქალა

ავიხდი თავის ქალას,
გადმოვალაგებ მის შიგნიდან
მთელ -
კაცობრიობის ნარჩენებს
კადრებად.

ბროწეულების მფეთქავ ყვავილებს ცეცხლის ენებად,
თავდახრილ პირწმინდა
ადამიანს,
ვინც თავის თავად იცხოვრა
და სხვებიც აცხოვრა.

ადამიანი დასაბამი
ქვათა ლოდების,
შიშის შეგრძნება
ღმერთად გახდილი
გვირაბის ბოლო
ყველაზე თბილი საშო
ღმერთების.

ავიხდი თავის ქალას,
ყველა შეკითხვის იქ
იმალება პასუხი -
ადამიანი,
ადამიანი,
ადამიანი...

18.09.23
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →