ჩანაწერი
Laravel
მე თეთრ კვართში ვარ...
მე თეთრ კვართში ვარ,
ჯვრებს მაცლიან,
მაკრავენ ჯვრებზე.
არ ვიცი- ვუძლებ,
თუ მომიწევს კიდევ ატანა.
გისოსებიდან გადმომყურებს ჩვენი ქვეყანა,
სული აღარ მაქვს -
ამომგლიჯეს ჩემმა შვილებმა.
ვიცი, გიკვირდა,
ამდენი ცხვარი ცხვრებმა
როგორ დაჭამა...
კომბლესთან მიდი -
კომბლებისთვის,
მწყემსი აღარ გვყავს...
მიდი, აიღე რაც კი დარჩა -
დარდმა შემჭამა.
სული აღარ მაქვს,
სული მშია,
სული მწყურია.
ერთხელაც იყო:
წილნაყარი ვნახე ღმერთთანა -
ჩვენი ერი - ახლა ძლიერ მდუმარე...
სირცხვილი მჭამს -
გმირთა ხმები მეძახის ახლაც.
მე თეთრ კვართში ვარ,
ჯვრებს მაცლიან,
მაკრავენ ჯვრებზე.
არ ვიცი- ვუძლებ,
თუ მომიწევს კიდევ ატანა.
სირცხვილი მწვავს,
ვეღარ ვფიქრობ ფიზიკურ ცეცხლზე -
სულამოცლილი
გადმომყურებს
ჩვენი ქვეყანა...
2025 წ.
ჯვრებს მაცლიან,
მაკრავენ ჯვრებზე.
არ ვიცი- ვუძლებ,
თუ მომიწევს კიდევ ატანა.
გისოსებიდან გადმომყურებს ჩვენი ქვეყანა,
სული აღარ მაქვს -
ამომგლიჯეს ჩემმა შვილებმა.
ვიცი, გიკვირდა,
ამდენი ცხვარი ცხვრებმა
როგორ დაჭამა...
კომბლესთან მიდი -
კომბლებისთვის,
მწყემსი აღარ გვყავს...
მიდი, აიღე რაც კი დარჩა -
დარდმა შემჭამა.
სული აღარ მაქვს,
სული მშია,
სული მწყურია.
ერთხელაც იყო:
წილნაყარი ვნახე ღმერთთანა -
ჩვენი ერი - ახლა ძლიერ მდუმარე...
სირცხვილი მჭამს -
გმირთა ხმები მეძახის ახლაც.
მე თეთრ კვართში ვარ,
ჯვრებს მაცლიან,
მაკრავენ ჯვრებზე.
არ ვიცი- ვუძლებ,
თუ მომიწევს კიდევ ატანა.
სირცხვილი მწვავს,
ვეღარ ვფიქრობ ფიზიკურ ცეცხლზე -
სულამოცლილი
გადმომყურებს
ჩვენი ქვეყანა...
2025 წ.
Laravel
კომენტარი
0