ჩანაწერი
Laravel
კალმახები
თევზაობიდან სახლს მომავალი
მამასთან ერთად და საავდრო ღრუბლებით ცაზე,
მცირე ნადავლით-ათიოდე მოელვარე კალმახი
წკნელზე ასხმული მომაქვს ფარივით.
გამვლელ მანქანებს ზედ არ ვუყურებ
ვიცი, რომ მიყურებენ მანქანებიდან
და იღიმიან. ჩემია სამყარო.
მამა გზას გაჰყურებს,
გზა მოდის ჩვენსკენ,
წვიმასაც იწყებს
და მამა მხარზე მადებს ხელს,
თავს მაღლა ვწევ -
მამის თვალებშიც მე ვარ.
მამასთან ერთად და საავდრო ღრუბლებით ცაზე,
მცირე ნადავლით-ათიოდე მოელვარე კალმახი
წკნელზე ასხმული მომაქვს ფარივით.
გამვლელ მანქანებს ზედ არ ვუყურებ
ვიცი, რომ მიყურებენ მანქანებიდან
და იღიმიან. ჩემია სამყარო.
მამა გზას გაჰყურებს,
გზა მოდის ჩვენსკენ,
წვიმასაც იწყებს
და მამა მხარზე მადებს ხელს,
თავს მაღლა ვწევ -
მამის თვალებშიც მე ვარ.
Laravel
კომენტარი
0