შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ბათუმში გამოვლით

სარფის კარიდან ბათუმს გამოვლით,
მოვემგზავრები თბილისისაკენ.
გზად საღამოა. ფეხით ჩავდივარ ნავსადგურისკენ,
ჩავუვლი ფრთხილად გემების ლოდინს,
შევალ ზღვის სუნთქვით გამთბარ კაფეში,
ვსვამ კონიაკს და ვაყოლებ ყავას-ვიცავ რიტუალს.
ჟინჟღლავს სიჩუმე აჭარის მთებში.
და მეც ჩუმად ვარ.
არარაობის მკრთალი ნისლია ტალღების თავზე,
და მეც მერევა რული და შვება,
სულის ჭაში ვარ ჩაშვებული, თითქოს ვირწევი
იმავ ფარგლებში, რაც ეს შავი ზღვა- წინ, გვერდზე, უკან.
და არაფერია ირგვლივ
რასაც შეიძლება ეწოდოს არსებითი სახელი, ან ზმნა,
მოჩანან მხოლოდ ზედსართავი და ზმნიზედები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →