შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

განკურნების სამადლობელი

ჩემი სულის განკურნება-
სასჯელის წილ ჯილდო,
მორჩილებით მიმიღია
მოწყალეო უფალო.

ჟინის უგუნურება
და მდაბალი შიში
ნათელ სიბრძნედ შემიცვალე
ყოვლისშემძლე უფალო.

დაღუპვის კართან მდგარი,
ვგმობდი რაც არ მესმოდა,
გმობა ლოცვად მომიქციე
სახიერო უფალო.

დუმილითაც არ ძალმიძს
ეს მადლი შევიფერო,
აქაც მრავლისმეტყველება
მაპატიე, უფალო.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →