შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

უფასოა

უფასოა ტალახი და წვიმა
რაც აგდია, რაც ზევიდან ცვივა,
უფასოა, როცა გარეთ მზეა
ასევეა, როცა შიგნით ცივა.

უფასოა ღრუბელი და ქარი,
ისე მოდის რიონი და მტკვარი,
ჩალის ფასად ყიდულობენ ცოცხლებს
მაგიერად, ძვირად ფასობს მკვდარი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →