შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ყველაფერი შეიცვალა უცებ

ვიხანგრძლივებ მარტოობის წუთებს,
შინ ვრჩები და არ გავდივარ გარეთ,
ყველაფერი შეიცვალა უცებ
როცა შენთან მოსვლა ვიუარეთ.

არ ვკითხულობ წერილებს და წიგნებს,
დილა დღეს და ღამე დილას მისდევს,
თბილ ქოშებთან კატა მიიძინებს,
ჩიტებს მაინც უშედეგოდ მისდევს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →