შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

საქართველოს სიყვარული

ეს ისეთი სიყვარულია,
თოკიდან ჩამოგხსნის, რომ თავი მოგჭრას.
ეს ისეთი სიყვარულია,
თუ არ დაგიტირა, არ გაგახარებს.
ეს ისეთი სიყვარულიაა,
სახლში მოგიყვანს მკვლელებს.
შემოგზავნილი სიყვარულია - სიფრთხილე გმართებს,
გიყვარდეო გეუბნება,
სხვა კი არაფერს.
და...
და განა შენთვის,
არსებობსღა სხვა არჩევანი,
გარდა იმისა, რომ გაიტანო
შენი სულიკოს საცვლები გარეთ
და რეცხო დიდხანს,
სანამ სითეთრე არ შეგანათებს დაღლილ თვალებში
და მხოლოდ მაშინ, როცა სამშობლო
კვლავ მოირთვება საპატარძლოდ
იმხიარულო მის ქორწილში?
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →