შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

წვიმაში მოხვალ

თურმე უცხო და სხვა სამყაროში,
რასაც ვერ წვდება კაცის გონება,
შენ შეზღუდული არა ხარ დროში
და არ გსურს რამის გამოგონება.

იქ არ გაწუხებს მთავარი ფიქრი,
რაც აქ გისრუტავს და ვერ გათავებს,
იქ უკვდავებით ხარ დანაბეგრი,
თავისუფლების უღელი გადევს.

იქ არყოფნასაც მშვიდად აიტან,
სხეული რადგან სუფევს მიწაში.
არ დასრულდები და არა ნეტავ
თუკი ისურვებ, მოხვალ წვიმაშიც.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →