ჩანაწერი
Laravel
შობა
შენ შემომახვევ ნაღვლიან ხელებს
და ჩამიბრუნებ სუნთქვას. მეტკინა.
შეხედე სახეზე ყვითელ ხალებს,
გაგიმეორებ, დავზავდეთ მეთქი,
ვიდრე დროა და გადასვლას
არ უფრთხილდება ბეწვის ხიდი.
სანამ ელოდი სულის გადასხმას,
სანამ ოთახიდან გახვედი,
შეიკრა რკალი და ამ სიმრგვალის
წიაღშია ხსნა ახლო და შორის.
შენ მშვენიერი გარდასახვა გელის.
"კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის".
და ჩამიბრუნებ სუნთქვას. მეტკინა.
შეხედე სახეზე ყვითელ ხალებს,
გაგიმეორებ, დავზავდეთ მეთქი,
ვიდრე დროა და გადასვლას
არ უფრთხილდება ბეწვის ხიდი.
სანამ ელოდი სულის გადასხმას,
სანამ ოთახიდან გახვედი,
შეიკრა რკალი და ამ სიმრგვალის
წიაღშია ხსნა ახლო და შორის.
შენ მშვენიერი გარდასახვა გელის.
"კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის".
Laravel
კომენტარი
0