შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მზერას გოგოსკენ

ვიწრო შარაზე იდგა ტალახი,
ქვები ელაგა ყვითელა მიწას...
გზა მთავრდებოდა... და მობალახე
ხართან ხეების ჩრდილები იწვნენ.

ბილიკი გვერდით გასდევდა ახოს
და მზე ბალახში იდგა კოჭამდე...
და წინ თუ უკან... და შორს თუ ახლოს,
ნაფეხურები (ცვარზე) მოჩანდნენ.

კვალი დაღმართში მისდევდა პეპლებს
და ბრუნდებოდა ისევ ქვემოდან.
ბიჭი კი - ნედლი შვიდანწლას წკეპლით,-
მზერას გოგოსკენ ერეკებოდა...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →