ჩანაწერი
Laravel
* * * (ნახე, უკვე მოჩანს...)
ნახე, უკვე მოჩანს, ჩვენი ბილიკები, ბეშგილ,
ძველი სიზმრები კი თითქოს გაკვანძულან მთებთან.
-გახსოვს? - ბავშვობაში, მთებზე ღამდებოდა... ქვეშ კი
იდგა სოფელი და ერთგულ ნაგაზივით ყეფდა.
ჩვენი გზებია და თვალი გავუსწოროთ მომხდარს,
მოდი, ჩვენებურად, წარსულს გადავხვიოთ ხელი;
თორემ, ძნელი არი, იდგე თავდახრილი ქოხთან, -
როცა ბრუნდები და იცი - აღარავინ გელის...

კომენტარი
0