ჩანაწერი
Laravel
როცა გიყურებ
როცა გიყურებ _ ისე ახლოს ხარ,
როგორც ვარსკვლავი რკალში თითების,
გევხარ სიტურფის უშრეტ წყაროსთვალს
და სინამდვილეს ზღაპრის, მითების!
როცა გიყურებ _ თითქოს ვმაღლდები
და ვიბადები ელჩად ზმანების,
ამ დროს აღარ მწამს კვერთხის, ტახტების
და არც სიკვდილის ბნელხმოვანების!
როცა გიყურებ _ ქრება სიცივე,
შენს სუნთქვას გულში ვიკრავ, ვათავსებ,
ვერა, ვერ დაგთმობ, ვერ მოგიცილებ,
თუნდ სიკვდილამდე მოვკვდე ათასჯერ!
როცა გიყურებ _ მართლაც ვრწმუნდები,
რომ მზის სხივები შენში სახლობენ,
გიცქერ და შენის მზერით ვხუნდები _
ასე შორეულს და თან ახლობელს!
როგორც ვარსკვლავი რკალში თითების,
გევხარ სიტურფის უშრეტ წყაროსთვალს
და სინამდვილეს ზღაპრის, მითების!
როცა გიყურებ _ თითქოს ვმაღლდები
და ვიბადები ელჩად ზმანების,
ამ დროს აღარ მწამს კვერთხის, ტახტების
და არც სიკვდილის ბნელხმოვანების!
როცა გიყურებ _ ქრება სიცივე,
შენს სუნთქვას გულში ვიკრავ, ვათავსებ,
ვერა, ვერ დაგთმობ, ვერ მოგიცილებ,
თუნდ სიკვდილამდე მოვკვდე ათასჯერ!
როცა გიყურებ _ მართლაც ვრწმუნდები,
რომ მზის სხივები შენში სახლობენ,
გიცქერ და შენის მზერით ვხუნდები _
ასე შორეულს და თან ახლობელს!
Laravel
კომენტარი
0