ჩანაწერი
Laravel
*** (მე მიყვარს შენი თვალების ფერი...)
მე მიყვარს შენი თვალების ფერი
და მელანდება შენი ტუჩები;
მწიფე ისეთი, ვით ნოემბერი,
მაგრამ თავნება... მაგრამ ურჩები...
თუ რამ შევცოდე, რამ დაგიშავე,
გთხოვ მომიტევო და დამიყვავო,
მე წრფელი გული გადაგიშალე --
(გულახდილობა მართებს სიყვარულს...)
შენ კი გამირბი... მტოვებ ეულად...
არად ვანაღვლებს ჩემის ზმანებით --
სხივად ვიქცევი ცისკრისეულად,
თუ უფსკლულისკენ დავექანები...
კენტად შთენილი ყალბი მარკესი
ვიღრწვი, ვსაზრდოობ სხვათა ფრაზებით,
შენ ერთი სიტყვაც ჩემი არ გესმის,
მაგრამ არ ძალმიძს --- ვერ გიბრაზდები...
ვერ გთმობ... მიმწუხრზედ ლექსად გიგონებ,
ტალღა სიცხადის მელტვის და მითრევს,
ვებღაუჭები შიშველ სტრიქონებს
და უპასუხოდ ამოხსნილ კითხვებს...
და მელანდება შენი ტუჩები;
მწიფე ისეთი, ვით ნოემბერი,
მაგრამ თავნება... მაგრამ ურჩები...
თუ რამ შევცოდე, რამ დაგიშავე,
გთხოვ მომიტევო და დამიყვავო,
მე წრფელი გული გადაგიშალე --
(გულახდილობა მართებს სიყვარულს...)
შენ კი გამირბი... მტოვებ ეულად...
არად ვანაღვლებს ჩემის ზმანებით --
სხივად ვიქცევი ცისკრისეულად,
თუ უფსკლულისკენ დავექანები...
კენტად შთენილი ყალბი მარკესი
ვიღრწვი, ვსაზრდოობ სხვათა ფრაზებით,
შენ ერთი სიტყვაც ჩემი არ გესმის,
მაგრამ არ ძალმიძს --- ვერ გიბრაზდები...
ვერ გთმობ... მიმწუხრზედ ლექსად გიგონებ,
ტალღა სიცხადის მელტვის და მითრევს,
ვებღაუჭები შიშველ სტრიქონებს
და უპასუხოდ ამოხსნილ კითხვებს...
Laravel
კომენტარი
0