ჩანაწერი
Laravel
ისევ უბრად დაიჭირე თავი
ისევ უბრად დაიჭირე თავი...
ჩემი სულ არ შეისმინე აჯა:
უმოწყალოდ დამაფერთხე ზვავი,
უსაშველო მომივლინე ტანჯვა.
ვაი, ასე თუ საერთოდ დამცე ---
წინათგრძნობა გამიცხადო ავი:
აღარა მცნო კაცთა შორის კაცად
და მაქციო საჯიჯგნელად სვავის?!
პაწაწინა ღაბუა ხარ მტრედი,
(თუმცა გულს კი აფთარივით მძიძგნი)
სიყვარულის ქარაფინდა ლედი ---
სათაყვანო... ზოგჯერ გასაწიწკნიც...
გთხოვ, დამინდე... მე ბავშვი ვარ ისევ
და ვერაფრით ვერ ვიზრდები ჯერაც:
კვლავ ამურულს ვიგერიებ ისრებს,
კვლავ ბავშვური სიყვარულის მჯერა...
მაგრამ თუკი არ შეისმენ ლოცვას:
არ დამიმსხვრევ მარტოობის ზარებს,
სხვას მივუძღვნი ქარიზმატულ კოცნას:
შენს მაგიერ სულ სხვას შევიყვარებ!
მაშინ თვალსაც გაგისწორებ ურცხვად:
მისთვის დავკრეფ ვარდებსა და ტიტებს...
კაცის გული პატარაა, თუმცა
მეტისმეტად ბევრ სიყვარულს იტევს...
ჩემი სულ არ შეისმინე აჯა:
უმოწყალოდ დამაფერთხე ზვავი,
უსაშველო მომივლინე ტანჯვა.
ვაი, ასე თუ საერთოდ დამცე ---
წინათგრძნობა გამიცხადო ავი:
აღარა მცნო კაცთა შორის კაცად
და მაქციო საჯიჯგნელად სვავის?!
პაწაწინა ღაბუა ხარ მტრედი,
(თუმცა გულს კი აფთარივით მძიძგნი)
სიყვარულის ქარაფინდა ლედი ---
სათაყვანო... ზოგჯერ გასაწიწკნიც...
გთხოვ, დამინდე... მე ბავშვი ვარ ისევ
და ვერაფრით ვერ ვიზრდები ჯერაც:
კვლავ ამურულს ვიგერიებ ისრებს,
კვლავ ბავშვური სიყვარულის მჯერა...
მაგრამ თუკი არ შეისმენ ლოცვას:
არ დამიმსხვრევ მარტოობის ზარებს,
სხვას მივუძღვნი ქარიზმატულ კოცნას:
შენს მაგიერ სულ სხვას შევიყვარებ!
მაშინ თვალსაც გაგისწორებ ურცხვად:
მისთვის დავკრეფ ვარდებსა და ტიტებს...
კაცის გული პატარაა, თუმცა
მეტისმეტად ბევრ სიყვარულს იტევს...
Laravel
კომენტარი
0