შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მე გეძახი, შენ კი სადღაც გამირბიხარ

მე გეძახი, შენ კი სადღაც გამირბიხარ,
თვალს მარიდებ, რაწამს სადმე დამინახავ,
უამურმა ემოციამ დამიბრიყვა:
ნუთუ მკერდში გულის ნაცვლად ქვას ინახავ?!
მე ჯვარცმულიც შემოვწირე შენს ხატებას,
შენთვის ვთლიდი ლალის კოშკებს და იმედებს,
დავივიწყე მოკრძალება--შეხათრება...
შენ კი ჩემთვის ღიმილიც ვერ გაიმეტე...
მე ვეტრფოდი მაგ თვალების სისპეტაკეს
და ნიადაგ ერთის რწმენით მედგა სული:
რომ მეც სხივად მათში გავეცისპერანგე,
ვით საუნჯე უფლის ძალით ხელდასხმული...
მაგრამ მკაცრმა რეალობამ ფრთა აისხა
და გააპო მოტრფიალე გული ორად,
აწმყოს სუსხმა --- შფოთიანმა სხვა აისმა
ეფემერებს წარმსტაცა და დამაშორა...
სიყმაწვილე --- ეს მქუხარე ჰანგი ლექსის
მაგ სიცივემ დამიზრო და დამილახვრა...
მე გეძახი... შენ კი თითქოს არც კი გესმის ---
თვალს მარიდებ, რაწამს სადმე დამინახავ...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →