შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

VIVA რევოლუცია

რაც დღეს ჰყვავის _ ჰყვება ნიავს,
ებარება წარსულ ლანდებს: _
დღეს ჟალტამი რასაც ჰქვია,
ხვალ უცილოდ გაივარდებს!

დაეცემა მომხვეჭელი,
დაცემული წამოდგება,
ქაფმორეულ ზღვისებრ მჭევლად
და გრიგალთა ახალ წყებად!

ხვალ დაცემულს ის გათელავს,
ვისიც დღეს არს იგი მონა
და ეკლიან ანათემას
დაერქმევა ,,ვარდთა კონა’’...

დღეს კი მიდი, გაიხარე!
ზეიმია ,,განახლების ‘’,
შეიცანი ორი მხარე
დაცემის და ამაღლების!

გადაჰკარი სწრაფად, სწრაფად,
კურთხეული იგი ღვინო,
რომ აღელდეს სულში მძაფრად,
ფიანდაზად მოგეფინოს!

... და ამ ღამის, ბნელი ღამის
სულწარმტაცი შეგონება,
ღვინის ძალით, ერთი წამით
მართლაც ღმერთის გეგონება...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →