შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მოლოდინი

ამ მოლოდინში იბადება რწმენა ოცნებით
და იმედებიც ყალიბდება ამ მოლოდინში,
სადაც სიცოცხლეს შეჰხარიან ლაღი ფრთოსნები,
სადაც ნგრევის და ღალატისთვის არ ჭრის ბოდიში.

ამ მოლოდინში ყველა წამი ქარგავს ზმანებას
და იდუმალი ფანტომივით მყობადს დარაჯობს...
ამ მოლოდინში ნეტარია გვემა-წამებაც,
ვით კვირთმორეულ გაზაფხულზედ ცა უფარაჯო...

ამ მოლოდინში _ ძიებაში რაღაც ახალის,
რაღაც შორის და ცისიერის ჭვრეტა-განსჯაში,
გული გულს ფონავს, აზრი აზრს და შედეგს დაჰხარის
და მთლიანობად ყალიბდება უდრეკ მაჯაში...

ამ მოლოდინში იბადება სხვა საუკუნე: _
უფრო ძლიერი, უფრო მტკიცე, უფრო ამაყი,
ვინც გაილაშქრებს, დაამარცხებს ცრიატ უკუნეთს
და აღვირახსნილ ბოროტებას მიწას დააყრის!

... და თუ სიცოცხლე ჩალის ფასიც არ ღირს ამჯერად
და თუ მომავალს კვლავ დავნათლავთ მრუშს და ავზნიანს.
თუ ღვთის სასჯელსაც არ მივაგებთ ეშმას სასჯელად,
ამ მოლოდინსაც მაშინ ღმერთო, რაღა აზრი აქვს?!...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →