შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

*** (შენს ნაკვალევს კვლავ მივყვები...)

შენს ნაკვალევს კვლავ მივყვები,
შენს თბილ ღიმილს ისევ ველი,
შენი მჯერა... კვლავ ვბრიყვდები...
კვლავ საკბენად იწევს გველი...
რაღა გითხრა სხვა სიტყვები: --
მხოლოდ შენ ხარ ჩემი მკვლელი!
შენს სარკმელთან დღესაც ქარი
მომეტებით დაჰქრის, მღერის,
მე კი ქარში გულდამწვარი
ამაოდ გწერ ისევ წერილს..
დამიბნელე ორთავ თვალი
მხოლოდ შენ ხარ ჩემი მკვლელი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →