შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ვინც ამ სოფელში კაცად იარა...

ვინც ამ სოფელში კაცად იარა,
ჟამმა მიუზღო ,,ბარაქიანად’’!
ვინაც დამოძღვრა ერი ფლიდობით,
საჭეთმპყრობელად იქცა მშვიდობის...

ცვივა ფოთლები ფერმკრთალ ალუჩებს
და უნიათო დგანან დარები...
სიტყვა ფრთალაღი წყლულს ვერ აყუჩებს,
ფამილარული?! _ რა შედარებით!

... და ემსგავსება ბრძენი დახლიდარს,
ჭკნება ამბარი ერთის ხელმოსმით
და მატიანე ცხვება ახლიდან
,,ამომავალი’’ საქართველოსი!

მაინც სად გაშლის ტორებს ,,დიდება’’,
საით გადირეკს დაცვეთილ ნერვებს?!
საკვირველია ხვალ რა იქნება
და უფრო მეტად ხვალისდღის მერე...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →