ჩანაწერი
Laravel
ოცნების ლანდები
შენ ასწევ ფარდას და სადღაც ქარში
მზერას შეავლებ ფერმიხდილ სხეულს,
შენ აენთები, ვით წვიმის მარში
და ნოსტალგია შეგიპყრობს ეულს:
მოგაგონდება დღეები მწველი,
როგორც წარსულის ნეტარი ნაშტი,
გაგინათდება თვალები სველი,
დაედევნები საყვარელ აჩრდილს...
... მაგრამ იმედი არა კრთის ლანდად:
ქარი დაახრჩობს მას, ვით იელებს,
ჩამოეშვება ოცნების ფარდა
და კვლავ მოგიცავს სიცარიელე...
მზერას შეავლებ ფერმიხდილ სხეულს,
შენ აენთები, ვით წვიმის მარში
და ნოსტალგია შეგიპყრობს ეულს:
მოგაგონდება დღეები მწველი,
როგორც წარსულის ნეტარი ნაშტი,
გაგინათდება თვალები სველი,
დაედევნები საყვარელ აჩრდილს...
... მაგრამ იმედი არა კრთის ლანდად:
ქარი დაახრჩობს მას, ვით იელებს,
ჩამოეშვება ოცნების ფარდა
და კვლავ მოგიცავს სიცარიელე...
Laravel
კომენტარი
0