შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მიყვარს სიცოცხე ახალგაზრდობის...

ზაზა ბულია 1 წლის წინ
მიყვარს სიცოცხლე ახალგაზრდობის,
მარად მებრძოლი უსამართლობის,
ხმლითა თუ კალმით დაღვრილი სისხლი
და სიამაყე შთამომავლობის.

მიყვარს თვალები ნაცოდნარები,
ღრმად ჩამარხული გულისნადები,
ერთ მზერაშიაც ეტყობა ჭაბუკს
მზისებრ მბზინავი ბრილიანტები.

დეე, გავიღებდე საზარელ მსხვერპლსა,
ვეღარ ვპოვებდე საკურნებელსა,
ცრემლით დასვრილნი, გრძნობით აღვსილნი
მიმაცილებდნენ საკურთხეველსა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →