შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

სევდას სევდითვე უფრო სევდიანს...

ზაზა ბულია 1 წლის წინ
სევდას სევდითვე უფრო სევდიანს
აქცევს პოეტი ლორდ ბაირონი,
სიკვდილზე ფიქრებს ჰანგით გადმოსცემს
ბახი, მოცარტი და ალბინონი.

თუ გსურს იხილო ნაღდი კრეშენდო
მეგობრად გექცეს ყრუ ბეთჰოვენი,
უნდა სიცხადით მსწრაფლად შეგეხოს
მისი ნოტები დაუნდობელი.

გინდა იხილო სულ სხვა სამყარო?
მაშინ მოიხმე შლეგი შოპენი,
თუ შენც ხარ ბგერა უმისამართო,
თუ შენც ხარ გიჟი ცოტაოდენი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →