შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ტანჯულს უწოდებ შენ თავს საბრალოვ...

ზაზა ბულია 1 წლის წინ
ტანჯულს უწოდებ შენს თავს საბრალოვ,
ღრმად ჩაგწვდომია გულში ვაება,
მაგრამ იცოდე არ არს ამაო
სიყვარულისთვის აღფრთოვანება.

თვალები შენი წარღვნას იტევენ,
არ გენანება სული ჩაგრული,
წარსულ ოცნებას ნატვრით მოივლენ
და ხარ შორს სადღაც გადაკარაგული.

ხმას აღარ იღებ, დამუნჯდი თითქოს,
ჩუმად დაფარე ღრმა იარები,
რამდენს ხარობდი და რამდენს ფიქრობ,
გულჩათხრობილი დაიარები.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →