შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მარტო დაფრინავს ზღვაზე თოლია...

ზაზა ბულია 1 წლის წინ
მარტო დაფრინავს ზღვაზე თოლია,
ბიჭი სიყვარულს გადაჰყოლია,
ეს სილამაზე, გრძნობები ძველი,
ტალღებს ქარისას თან გაჰყოლია.

მიფრინავს ტალღა თეთრი ქაფებით,
დღეც გაილია შებინდებული
და ქალი მორთულ შავ მაქმანებით
ამაყად უმზერს ჩაფიქრებული.

გასცდა ჰორიზონტს, გემი ნარნარებს,
მოსჩანს შორიდან მიმქრალ ლანდივით,
საფრთხე ამ სევდას დაასამარებს
ქალწულ, უმაკო პატარძალივით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →