შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მე სიყვარულის ბორკილი მადევს...

ზაზა ბულია 1 წლის წინ
მე სიყვარულის ბორკილი მადევს,
მზეს ვინც იხილავს თვალთ უბნელდება,
კვლავ ვარსკვლავების ჯარები დამსდევს,
დამსდევს და ქარის მტვერს უერთდება.

მესმის იმ დარდის, მესმის იმ ცრემლის
ადრე გულცივად რომ შევსცქეროდი,
როგორც ივლისში თოვლი თებერვლის,
მსგავსად სიყვარულს არ მოველოდი.

ტანჯული სახით მივათრევ სხეულს,
აღარ მახარებს ბულბულის სტვენაც,
დროში ვკლავ სატრფოს სიზმარს შორეულს,
კვლავ ოცნებებში მინდა გაფრენა.

მოშორებული სატრფოს კალთისგან,
ველი საყვარელ, ძვირფას საჩუქარს,
წერილს ვით ჩაცმულს ტრფობის ბაფთისგან,
მისი კალმიდან ნანატრ საუბარს.

არ აზვიადებს ის ვისაც ოდეს
ტრფობის სევდაზე დაუწერია,
ერთ მწუხარებას მეორე მოსდევს,
ეს ტანჯვა უკვე სულიერია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →