შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

სხვა სამყარო ვარჩიე...

ზაზა ბულია 1 წლის წინ
სხვა სამყარო ვარჩიე აქ ყოფნას და დარჩენას,
უფრო ძლიერ მიველტვი ჩემ სულის გადარჩენას,
იქ სხვაგვარად ყვარობენ, იქ სხვა სიყვარულია,
აქ კი ტრფობის შედეგი მხოლოდ სინანულია.

იმალება თვალებში ფოსფორის ელვარება,
როგორც კატა ღამეში - ჩუმი იდუმალება,
იმალება სიღრმეში მნათობელ ალმასებად,
მაგრამ ზრახვა ფარული უკრთება ალმაცერად.

კრთიან ბაბილონებში და დაკიდულ ბაღებში
პაგანინის ნოტები ოქროსფერ დარბაზებში,
ამოხეთქავს ვაგნერი, ჰანგები ტიტანური,
დიურერი - შავ-თეთრი, გოია - რეალური.

ანგელოსად გამეცნო თავში ერთი დემონი,
მაგრამ დაჭრილი ფრთების ყოფილა ჰეგემონი,
ღთისმშობელო ძვირფასო, ოჰ, ქალწულო მითხარი,
მხარზე ლოდად რომ მაწევს იგი ჩემთვის ვინ არის?
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →