შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

უცხოელი ორაკული

ზაზა ბულია 1 წლის წინ
გამალებით მიცემს გული
იაგუნდით და ლალებით,
მახსენდება სატრფოს წნული
დახვეული დალალები.
ერთი აზრი მაბნევს სრული,
საუკუნო სინანული,
თუ დავკარგე შენი სახე,
თუ დავკარგე სიყვარული.
სიარული ღამით მარტო,
მწველი გრძნობით დაფარული,
აბა მითხარ ვის გავანდო
ნაობლარი სიბრალული.
გათნგული სატრფოს ნისლში
დაიტანჯა მზე ივლისში,
მოარული ერთობ ლხინშიც,
დანამული ვარ ტკივილში.
ძილში დამსდევს კოშმარული
ფერმკრთალი და ფერწასული,
შავ ლანდებით შეფარული
უცხოელი ორაკული.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →