ჩანაწერი
Laravel
უკვდავობის ამპარტავნება
მე მუდამ ვდარდობ იმ დღეზე როცა,
იმ დღეზე როცა აღარ ვიქნები,
როცა დამრჩება მხოლოდღა ლოცვა
და განწირული სულის ფიქრები.
მე მუსიკაშიც სიკვდილი მესმის,
მარადიული ნოტების კვნესა,
სულის ჩამდგმელი ფანტაზიების,
ფანტაზიების ურიცხვი წყება.
რა ვუყო თუკი ვეღარ ვერევი
ჩემში ღრმად ჩასმულ ამპარტავნებას,
რა ვუყო თუკი ვეღარ ველევი,
ვეღარ ველევი ტკბილ უკვდავებას.
მე ბავშვობიდან მუდამ თან დამსდევს
ამ უკვდავების შორი მანია
და ყოველ ჯერზე ძლიერ აღმაგზნებს
ეს წარმოდგენა დიდი ხანია.
იმ დღეზე როცა აღარ ვიქნები,
როცა დამრჩება მხოლოდღა ლოცვა
და განწირული სულის ფიქრები.
მე მუსიკაშიც სიკვდილი მესმის,
მარადიული ნოტების კვნესა,
სულის ჩამდგმელი ფანტაზიების,
ფანტაზიების ურიცხვი წყება.
რა ვუყო თუკი ვეღარ ვერევი
ჩემში ღრმად ჩასმულ ამპარტავნებას,
რა ვუყო თუკი ვეღარ ველევი,
ვეღარ ველევი ტკბილ უკვდავებას.
მე ბავშვობიდან მუდამ თან დამსდევს
ამ უკვდავების შორი მანია
და ყოველ ჯერზე ძლიერ აღმაგზნებს
ეს წარმოდგენა დიდი ხანია.
Laravel
კომენტარი
0