შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მთვარეზე თეთრად მოთოვა სევდამ

ზაზა ბულია 1 წლის წინ
მთვარეზე თეთრად მოთოვა სევდამ,
ჩვევად გადმექცა ზღვაზე დუმილი,
წუხილი ტალღებს მოჰყვება წყებად,
სმენად ქცეული ვარ შებურვილი.

სიმძიმილია სულზე რომ მაწევს,
ვარდებს გამოწვდილს სიცივით ვდევნი,
სიოს ყურს ვუგდებ, ვიგზნები ამ წამს,
მის გარდა ლოცვა სხვა არა არ მწამს.

შევსცქერი შორით, ვარსებობ შორით,
მუდამ თან დამსდევს ნაცნობი წყევლა,
ვივსები გრძნობით და ისევ შორით
სადღაც ელვარებს ვარდისფრად ელვა.

ღამე ასეთი სათნო აროდეს
არა ყოფილა სულით მანია,
ვოცნებობ სევდა რომ აღარ მქონდეს,
რომ აღარ მქონდეს დიდი ხანია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →