შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

სიზმრის საფარში მოასვენებდნენ...

ზაზა ბულია 1 წლის წინ
სიზმრის საფარში მოასვენებდნენ
მზიან ავდარში ნამიან კუბოს
და ბავშვს გახვეულს თეთრ სუდარაში
წვიმა ულტობდა ტუჩს და ქუთუთოს.

შავ-ბნელ ტაძარში რეკდნენ ზარები,
მკვდერები ზამთარში როგორ თბებიან?
როცა გაყინულ ამ იანვარში
თოვლის ღრუბლებით იფარებიან.

დედას კალთაში ედო თოჯინა,
ძაძის ალყაში ესვენა თითქოს
და მგლოვიარე ცივ აკლდამაში
უკრავდნენ მოცარტს და ვიოლინოს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →