ჩანაწერი
Laravel
ზაფხული
იწვის ცახცახით ცხარე ზაფხული,
მცხელა და მეწვის მთელი არსება,
ველი შორეთში გადაკარგული
მთვარე როდისღა ამონათდება.
ჭკნება უდაბნოს ბუღით ქალწული,
დაუხმარებლად დაძაბუნდდება,
მზისგან ულმობლად ფერდაკარგული
თანდათან უფრო ძლიერ სუსტდება.
ღრუბლებმა ცვალეს ცისფრის ალმური,
მზე ჩაესვენა უკვე ღამდება
და აზრი სადღაც მიმოფანტული
თავის სამყოფელს დაუბრუნდება.
უმანკოების ტევრში ჩასმული
ხელში დასმული მიმყავს მდინარეს,
ნაკადულებთან გადაკარგული
ვეტრფი მის სახეს სხივმომფინარეს.
მცხელა და მეწვის მთელი არსება,
ველი შორეთში გადაკარგული
მთვარე როდისღა ამონათდება.
ჭკნება უდაბნოს ბუღით ქალწული,
დაუხმარებლად დაძაბუნდდება,
მზისგან ულმობლად ფერდაკარგული
თანდათან უფრო ძლიერ სუსტდება.
ღრუბლებმა ცვალეს ცისფრის ალმური,
მზე ჩაესვენა უკვე ღამდება
და აზრი სადღაც მიმოფანტული
თავის სამყოფელს დაუბრუნდება.
უმანკოების ტევრში ჩასმული
ხელში დასმული მიმყავს მდინარეს,
ნაკადულებთან გადაკარგული
ვეტრფი მის სახეს სხივმომფინარეს.
Laravel
კომენტარი
0