შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

აზრები

ზაზა ბულია 1 წლის წინ
ადრე ვიცოდი და ადრე ვცნობდი,
თუ რაღა იყო წრფელი გენია,
ახლა არ ვიცი აზრები თავში
დიადია თუ ამაზრზენია.

განცდა მოჰქონდა ამ აზრებს მაშინ,
აზრები ახლა უფრო ბევრია,
მაგრამ შეგრძნება გაჰქრა უკვალოდ
და ამომცნობიც ვერაფერია.

პრინცო, შევყურებ ამაოებას,
იქნებ ეს ლოდი ჩემი ხვედრია,
ო, ვიცი, უკვე ვხვდები ყველაფერს,
ეს ლოდი ჩემი ეპითეტია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →