შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

უკმარისობის სონეტი

ზაზა ბულია 1 წლის წინ
ოდესმე თუკი შევიხსენი რკინის ჯაჭვები,
თუკი ოდესმე შევიგრძენი თავისუფლება,
შენი ბინისკენ ფრთაშესხმული გავემართები,
შენი სხეულის რომ ვისწავლო აგებულება.
განსხეულება ხარ ოცნების სიდიადეში,
თავს მეუფლება უგზო-უკვლო სევდა, თარეში,
ნაკადულებთან მობინადრე ნიმფურ მხარეში,
დაუფიქრებლად გადმოგყვები ცივ სამარეში.
ნეტავ გხედავდე ერთხელ მაინც სადმე საფრთხეში,
ან ავაზაკთა სიბოროტის არემარეში,
უმალ შენს გვერდით გამოვჩნდები შენი დამხსნელი,
როგორც რაინდი ფრთაფარფატა პეპლის დამცველი.

შენ რომ არ იყო ვისთვის ვწყვეტდე მე კარგო ვარსკვლავს,
შენ რომ არ იყო დავიდებდი შენს გვერდით საფლავს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →