შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მზიან დღეებში უცებ ნისლული...

ზაზა ბულია 1 წლის წინ
მზიან დღეებში უცებ ნისლული
თავს დამატეხი ქარიშხალივით,
როგორც უნდობი, მწარე სასჯელი,
ჩემი ცხოვრების მადმუაზელი.

ზოგჯერ დავფრინავთ ცაში ციმციმით,
ზოგჯერ დავძრწივართ აჩრდილებივით,
მხოლოდ შენ გახდი გულის მმართველი,
ჩემი ფიქრების თანამზრახველი.

შენ დაიპყარი დედოფალივით,
წმინდა, უმანკო პატარძალივით,
სადღაც მალულად მკრთომი შთენილი
არსება ჩემი აუტანელი.

ხანაც ღიმილით, ხანაც ტკივილით,
ხან მნათობელი ვარსკვლავებივით,
გახსოვდეს გყვარობს დაუვარცხნელი
ერთი პოეტი უკანასკმნელი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →