შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

საუკუნო გლოვის ცეცხლში...

ზაზა ბულია 1 წლის წინ
საუკუნო გლოვის ცეცხლში
იმალება ნაღველი,
მოდის, მოდის ღამის ბნელში
გრძნობა აუტანელი.

დამალული სიტყვის გვერდით,
გარდაცვლილთა მეზობლად,
დავიმუნჯე თავი ელდის
სახე მრავალფეროვნად.

მახსენდება გარდასული
და ის წლები ბავშვობის,
როდესაც ხის იატაკზე
წვიმა წვეთად ჩამოდის.

მესმის ქარის შემოდგომის,
მესმის სიტყვა ფრანგული,
ჩემი სევდის, მარტოობის
დგება დღე არ ნახული.

უტყვად ვზივარ სიღამეში,
კლავიში ფანტაზია
და სანთელიც მაგიდაზე
ხედავ რა ლამაზია?

ფეხი ფეხზე გადავიდე,
თავი ხელში ჩავრგე,
ღამე ისევ გავათიე,
ისევ მინდა დავთვრე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →