ჩანაწერი
Laravel
ციცაბო - განა დამრეცი ..
ციცაბო - განა დამრეცი -
გზები, ზამთრებით დამზრალი.
ანაზდად შემხვდი - დამეცი
ვეება ცოდვის თავზარი.
ამ ტიალ სადედამიწედ
გახედვნას თუ მიპირებდი! -
შემომკარ-შემომალეწე
ხალვათი გულისპირეთი.
ვერ მოგიშორე, შავეთო,
საქაჯე-სამიკიოტე!
ან უნდა ქვესკნელს ჩავერთო,
ან მარად უნდა მტკიოდე,
ანდა იუდას ფიცივით
დარეცილ-დანანაცრები
ურჯულოს ბილწი სიცილით
ვითვალო ჩემი ტაძრები.
... ციცაბო - განა დამრეცი...
ვეღარც ბარბაცით დავძარი...
როგორ უწყალოდ დამეცი
ამხელა ცოდვის თავზარი.
გზები, ზამთრებით დამზრალი.
ანაზდად შემხვდი - დამეცი
ვეება ცოდვის თავზარი.
ამ ტიალ სადედამიწედ
გახედვნას თუ მიპირებდი! -
შემომკარ-შემომალეწე
ხალვათი გულისპირეთი.
ვერ მოგიშორე, შავეთო,
საქაჯე-სამიკიოტე!
ან უნდა ქვესკნელს ჩავერთო,
ან მარად უნდა მტკიოდე,
ანდა იუდას ფიცივით
დარეცილ-დანანაცრები
ურჯულოს ბილწი სიცილით
ვითვალო ჩემი ტაძრები.
... ციცაბო - განა დამრეცი...
ვეღარც ბარბაცით დავძარი...
როგორ უწყალოდ დამეცი
ამხელა ცოდვის თავზარი.
Laravel
კომენტარი
0