შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

სხვა სამყაროდან

ალიონზე ჩიტების ჟივილ-ხივილით შეძრულს, ლორთქო ყვავილთა
ნელსურნელება რომ მშლის ჭკუიდან,
შენ ეს არ გიკვირს, მიჩვეული ხარ, მაგრამ ქათქათა ზეწრებს აივანზე რომ ამზეურებ - ჩაუსახავ ბავშვთა ფრესკებით - აფრებს მაგონებს - გემის, რომელიც იმ ნისლიან დღეს შავ კლდეს შეასკდა და შეიწირა გენიალური ქმნილება ღმერთის, უსაყვარლესი ჩემი მედეა, რომელიც ახლა სხვა სამყაროდან
უკანასკნელ აკორდის ფონზე სანუკვარს მიმხელს, მეგრძნეულება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →