ჩანაწერი
Laravel
არარა ვარ მე ..
"არარა ვარ მე" - უცნობი ავტორი
ჩემია მხოლოდ მარტოხის ჩრდილი.
ულამაზესი ქალის ჟესტები და ჟრუანტელი,
შენ რომ სხეულში დაგივლის უცებ!
მადლობა უფალს: მერგო პატივი,
უფსკრულებს შორის დავქანაობდე,
და ამ სიმორცხვეს —
დედის საშოდან დაყოლილ სტიგმებს,
თითქოს პირველად სისხლით ვხატავდე -
აღმოუთქმელის ეპიტაფიად გაოცებული ბინდის გავაზე,
და ჩასახვიდან დარხეულ სიკვდილს -
სული ლოცვებით ათრობს, აბრუებს,
სული მაწანწალა, მეუდაბნოე.
ჩემია მხოლოდ მარტოხის ჩრდილი.
ულამაზესი ქალის ჟესტები და ჟრუანტელი,
შენ რომ სხეულში დაგივლის უცებ!
მადლობა უფალს: მერგო პატივი,
უფსკრულებს შორის დავქანაობდე,
და ამ სიმორცხვეს —
დედის საშოდან დაყოლილ სტიგმებს,
თითქოს პირველად სისხლით ვხატავდე -
აღმოუთქმელის ეპიტაფიად გაოცებული ბინდის გავაზე,
და ჩასახვიდან დარხეულ სიკვდილს -
სული ლოცვებით ათრობს, აბრუებს,
სული მაწანწალა, მეუდაბნოე.
Laravel
კომენტარი
0